საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები კვლავ დაუმარცხებელია #1TVSPORT
ჩენაიში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მეოთხე ტურში ინდოეთის მესამე გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და 3:1 გაიმარჯვა.
საქართველოს ქალთა ნაკრები ოთხი ტურის შემდეგ კვლავ დაუმარცებელია. ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა და სალომე მელიამ მეოთხე ტურის პარტიები წარმატებით დაასრულეს, ნინო ბაციაშვილმა კი წააგო.
საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა მექსიკის გუნდს ანგარიშით 3,5:0,5 სძლიეს. ბაადურ ჯობავამ, მიხეილ მჭედლიშვილმა და ლევან ფანცულაიამ პარტიები გამარჯვებით დაამთავრეს, ხოლო ლუკა პაიჭაძემ 71-ე სვლაზე მეტოქესთან ყაიმი გააფორმა.