„საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი - შედეგით კმაყოფილი ვარ, ხარისხი გასაუმჯობესებელია
ეროვნული ლიგის მე-5 ტურში „თელავთან“ 1:0 გამარჯვება „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ შეაფასა და მოპოვებული სამი ქულით კმაყოფილება გამოხატა, თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ გუნდი უახლოეს ხანებში უკეთესად ათამაშდება.
„ოთხი თვის უთამაშებელ ფეხბურთელს ძნელია ხარისხიანი თამაში მოთხოვო, თუმცა ვცდილობთ რომ გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი. შედეგით კმაყოფილი ვარ. სასიამოვნოა, რომ მოვიგეთ, რადგან ეს საჭირო გამარჯვება იყო. საგოლე მომენტები მეორე ნახევარში გვქონდა, მაგრამ ისეთი თამაში იყო, ვინც გოლს გაიტანდა ის მოიგებდა. მიხარია, რომ ჩვენ გავიტანეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ“ – ამბობს თემურ შალამბერიძე.
„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა მეტოქეზეც ილაპარაკა: „საკმაოდ კარგი მოწინააღმდეგე გვყავდა – საწყის ტურებში „თელავმა“ თავისი თამაშებით დაამტკიცა, რომ მებრძოლი და კარგად დაკომპლექტებული კლუბია. მათ წარმატებებს ვუსურვებ“.