გულშემატკივრები შეზღუდვებმაც ვერ დააბრკოლა - „დინამოს“ ტრიბუნის გასასვლელებიდან ქომაგობდნენ
გულშემატკივრები შეზღუდვებმაც ვერ დააბრკოლა - „დინამოს“ ტრიბუნის გასასვლელებიდან ქომაგობდნენ

ეროვნული ლიგის გათამაშება თბილისის „დინამომ“ დამაჯერებელი გამარჯვებით განაახლა – კახა ჩხეტიანის გაწვთნილებმა მესამე ტურის შეხვედრაში სუპერთასის მფლობელი „საბურთალო“გასვლაზე 0:3 დაამარცხეს.

შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდა, რადგან ამჟამინდელი რეგულაციები ამას კრძალავს. ამის მიუხედავად, თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრებმა გამოსავალი ნახეს, მათი ხმა მოედნამდე მაინც აღწევდა და თამაში გაალამაზეს.

„დინამოს“ გულშემატკივრები ტრიბუნის გასასვლელებთან განთავსდნენ, მოედანზე მიმდინარე მოვლენებს მაინც უყურებდნენ და გოლზე და მომენტებზე რეაგირებდნენ – ამას რეგულაციები არ კრძალავს,

თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმს მალე დაუბრუნდება და მათ სტადიონზე შესვლის უფლებას დართავენ. კარგიც იქნება – ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე არაფერია.