„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი - მსაჯების შეცდომებზე უკვე მეღიმება #1TVSPORT
„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი - მსაჯების შეცდომებზე უკვე მეღიმება #1TVSPORT

„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ხვიჩა შუბითიძემ ქობულეთის „შუქურასთან“ მატჩზე ისაუბრა, რომელიც ფრედ (0:0) დასრულდა. 

„რაც შეეხება მატჩს – მიუხედავად იმისა, რომ პირველ ნახევარში ორჯერ გავიტანეთ გოლი და არ ჩაგვითვალეს, საწყის 45 წუთში ჩემი ფეხბურთელების თამაში არ მომეწონა. მეორე ტაიმი უკეთესი იყო, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა“, – განაცხადა ხვიჩა შუბითიძემ.

46 წლის წლის სპეციალისტი გაოცებულია, რომ არბიტრები ხშირად შეცდომებს სწორედ მისი გუნდის შეხვედრაზე უშვებენ, რამაც „საბურთალო“ წლეულს რამდენიმეჯერ დააზარალა.

„მსაჯების შეცდომებზე უკვე მეღიმება. ეს დიდი ხნის პრობლემაა. ადამიანები ვართ, შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ ის მიკვირს, „საბურთალოს“ თამაშებზე ხშირად რატომ ხდება მსგავსი რამ, მაგრამ არაუშავს“, – ამბობს „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალოს“ პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც ქობულეთის „შუქურას“ კარში თბილისელთა მიერ გატანილი და მთავარი არბიტრის, გოგა კიკაჩეიშვილის მიერ ჩაუთვლელი ორი გოლია ასახული. ამ გადაწყვეტილებებმა მატჩის შედეგზე გავლენა იქონია – „შუქურა“-„საბურთალოს“ მატჩი 0:0 დასრულდა.