„საბურთალომ“ „შუქურასთან“ ჩაუთვლელი გოლების ვიდეო გამოაქვეყნა [ვიდეო] #1TVSPORT
„საბურთალომ“ „შუქურასთან“ ჩაუთვლელი გოლების ვიდეო გამოაქვეყნა [ვიდეო] #1TVSPORT

„შუქურას“ კარში არჩათვლილი გოლები“, – ასეთი ლაკონური პოსტით გაავრცელა „საბურთალოს“ პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი, სადაც ასახულია ის ორი გოლი, რომელიც ქობულეთის „შუქურას“ კარში თბილისელებმა გაიტანეს, მაგრამ მატჩის მთავარმა არბიტრმა, გოგა კიკაჩეიშვილმა არ ჩათვალა.

პირველი გოლის შემთხვევაში გავლებულია პირობითი ყვითელი ხაზი, სადაც კარგად ჩანს, რომ ნიკა მალის დარტყმის დროს, თამაშგარე მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, ასევე, „საბურთალოს“ თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი (რომელსაც გოლი არ ჩაუთვალეს) და რომ არბიტრმა კიკაჩეიშვილმა თბილისელების გოლი უსამართლოდ გააუქმა.

„საბურთალოში“ მიიჩნევენ, რომ მეორე გოლიც უსამართლოდ არ ჩაითვალა – იური ტაბატაძემ მეკარე გაბრიელ თებიძეს დაასწრო და კარი აიღო. სხვათა შორის, მსგავსი გოლი ზუსტად ამ დღეს, 13 ივნისს, ავსტრიის ნაკრების თავდამსხმელმა, მიხაელ გრეგორიჩმა ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიას გაუტანა – შემტევმა დასწრებაზე ითამაშა.

ამ ორმა არჩათვლილმა გოლმა შეხვედრის შედეგზე გავლენა იქონია – „შუქურა“-„საბურთალოს“ მატჩი 0:0 დასრულდა და თბილისურმა კლუბმა სამეულში მოხვედრის შანსი დაკარგა.

დატოვე კომენტარი