„საბურთალოს“ ღირსებას ოლექსანდრ ბელიაევი დაიცავს. კლუბსა და ახალწვეულ ფეხბურთელს შორის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. 20 წლის ცენტრალურ ნახევარმცველსა და თბილისურ კლუბს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
ოლექსანდრ ბელიაევი დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ აკადემიის აღზრდილია. უკრაინელი ფეხბურთელი „საბურთალოს“ ესპანურ შეკრებაზე შეუერთდა, სადაც „ზენიტისა“ და „ალკოიანოს“ წინააღმდეგ ითამაშა. ესპანელებთან მატჩში საგოლე გადაცემაც მიითვალა.
„საბურთალოს“ ახალწვეული უკრაინის იმ ნაკრების წევრი იყო, რომელმაც მოიგო პოლონეთში 2019 წელს გაამრთული 20-წლამდელთა მუნდიალი. მთელი შესარჩევი ციკლი ჩაატარა და მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მიიღო ტვინის შერყევა, რამაც გუნდს ჩამოაშორა.