დღეს, ქვეყნის ჩემპიონი „საბურთალო“ თურქეთში ჩავიდა, სადაც ორ მოსამზადებელ ეტაპს გაივლის – პირველი მათგანი კი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
თბილისელები ქალაქ სიდეში, სასტუმრო „სენსი მარში“ დაბინავდნენ. დღეს გუნდმა ხანმოკლე ვარჯიში გამართა, ხვალიდან კი ორჯერად ვარჯიშებზე გადავა.
მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „საბურთალო 2“-დან რამდენიმე ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შანსი. თურქეთში შეკრებაზე არიან მინდვრის მოთამაშეები – გიორგი გულიაშვილი და ბექა ხარაიშვილი, ასევე მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი.
„საბურთალო“ პირველ ამხანაგურ შეხვედრას 24 იანვარს რუმინეთის „ვოლუნტართან“ გამართავს. სპარინგ-მატჩი ქალაქ ბელეკში გაიმართება, შეხვედრის პირდაპირ ინტერენეტ-რეპორტაჟს გუნდის ოფიციალური გვერდი გეგმავს.