ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „საბურთალომ“ ერევანში „არარატ-არმენიასთან“ 2:1 გაიმარჯვა და პლეიოფში გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა.
კლუბმა მადლობა გადაუხადა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ერევანში ავტობუსით გაემგზავრნენ და გუნდი მარტო არ დატოვეს.
„მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ჩვენს გუნდს როგორც ერევანში, ასევე საქართველოში“, – წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.
„საბურთალოს“ ერევანში 100-მდე ქართველი გულშემატკივრობდა. აღსანიშნავია, რომ ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე მასპინძლებს რვა ათასამდე ადამიანი ქომაგობდა, მაგრამ ტრიბუნაზე საქართველოს ჩემპიონის მხარდამჭერი შეძახილები მაინც კარგად ისმოდა.
„საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ განმეორებით დაპირისპირება თბილისის „მიხეილ მესხი არენაზე“ 13 აგვისტოს გაიმართება.