„საბურთალო“ ლეგიონერს შეელია - ვაგნერ გონსალვეში საბერძნეთში გადადის
„საბურთალო“ ლეგიონერს შეელია - ვაგნერ გონსალვეში საბერძნეთში გადადის

ვაგნერ გონსალვეშმა „საბურთალო“ დატოვა. ეს საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე ბრაზილიელმა შემტევმა სოციალური ქსელში დაწერა და საქართველოს ჩემპიონს დაემშვიდობა.

„დიდი მადლობა საბურთალოს ყველაფრისთვის!“ – წერს გონსალვეში.

22 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კარიერა საფრანგეთის კლუბში, „ბასტიას“ სარეზერვო შემადგენლობაში დაიწყო. „საბურთალოს“ 2016 წლის აგვისტოში ჩაირიცხა და ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერიც იყო. კარგი თამაშის წყალობით, 2017 წლის პირველ ივლისს ბელგიურ „სერკლ ბრიუგეში“ საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, მაგრამ ბელგიაში კარიერა ვერ აეწყო და 2018 წლის იანვარში „საბურთალოში“ დაბრუნდა.

ვაგნერ გონსალვეშმა „საბურთალოში“ 57 შეხვედრაში ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა, თუმცა, წლევანდელი სეზონი წარმატებული ვერ გამოდგა და 10 მატჩში გოლი მხოლოდ ერთხელ იზეიმა.

ბოლო ინფორმაციით, ვაგნერ გონსალვეში საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადადის – ბრაზილიელი სამწლიან კონტრაქტს „პანეტოლიკოსთან“ გააფორმებს.

დატოვე კომენტარი