„საბურთალო“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ დატოვა #1TVSPORT
„საბურთალო“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ დატოვა #1TVSPORT

კახა კაშიამ „საბურთალო“ დატოვა – აღმასრულებელი დირექტორის წასვლაზე ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, კახა კაშიამ „საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ურთიერთშეთანხმების შემდეგ დატოვა. კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით მას გაწეული შრომისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ, როგორც პირად საქმიანობაში, ასევე ცხოვრებაში“ – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში.

კაშია დავით პეტრიაშვილის მმართველობის დროს, თბილისის „დინამოს“ ადმინისტრაციაში საქმიანობდა. „საბურთალოში“, ფაქტობრივად, კლუბის დაარსების დღიდან მუშაობდა. 2015 წლიდან კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაინიშა.

ამ წლების განმავლობაში „საბურთალო“ პირველი ლიგის (2015) გამარჯვებული გახდა, მოიგო ეროვნული ლიგა (2018), ასევე ორჯერ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი (2019 და 2021) და ქვეყნის სუპერთასი (2020). გარდა ამისა, გუნდმა ორჯერ ითამაშა საქართველოს სუპერთასზე (2019 და 2022 წლებში).