საბერძნეთის ნაკრები საქართველოს სამი ახალი მოთამაშით ხვდება #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრები საქართველოს სამი ახალი მოთამაშით ხვდება #1TVSPORT

საბერძნეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტური გამოტოვა და 31 მარტს საქართველოს ნაკრებს სალონიკში დახვდება.

მაშინ, როდესაც ქართველები ესპანელებს ეთამაშებოდნენ, ჯონ ვან სხიპის გუნდმა, 28 მარტს სალონიკში ჰონდურასის ნაკრებს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ჰონდურასის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ბერძნებმა „ვილემის“ თავდამსხმელის, ვანგელის პავლიდისის მიერ გატანილი ორი გოლით წყალობით გაიმარჯვეს.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სამი დებიუტანტი ათამაშა. ესენი არიან „პანათინაიკოსის“ ნახევარმცველი სოტირის ალექსანდროპულოსი (19 წლის), ბერძნული „ვოლოსის“ ცენტრალური თავდამსხმელი ტასოს დუვიკასმა (21 წლის) და კონსტანტინოს მავროპანოსი 23 წლის ცენტრალური მცველი, რომელიც „არსენალის“ საკუთრებაა და „შტუტგარტში“ იჯარის წესით თამაშობს.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა საბერძნეთსა და საქართველოს შორის სალონიკის „ტუმბა არენაზე“ 31 მარტს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

სოტირიუს ალექსანდროპულოსი