მაშინ, როდესაც ქართველები ესპანელებს ეთამაშებოდნენ, ჯონ ვან სხიპის გუნდმა, 28 მარტს სალონიკში ჰონდურასის ნაკრებს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ჰონდურასის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ბერძნებმა „ვილემის“ თავდამსხმელის, ვანგელისპავლიდისის მიერ გატანილი ორი გოლით წყალობით გაიმარჯვეს.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სამი დებიუტანტი ათამაშა. ესენი არიან „პანათინაიკოსის“ ნახევარმცველი სოტირისალექსანდროპულოსი (19 წლის), ბერძნული „ვოლოსის“ ცენტრალური თავდამსხმელი ტასოს დუვიკასმა (21 წლის) და კონსტანტინოსმავროპანოსი 23 წლის ცენტრალური მცველი, რომელიც „არსენალის“ საკუთრებაა და „შტუტგარტში“ იჯარის წესით თამაშობს.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა საბერძნეთსა და საქართველოს შორის სალონიკის „ტუმბა არენაზე“ 31 მარტს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.