საბერძნეთის ჩემპიონატი ფეხბურთში ქალთა შორის დამთავრებულად გამოცხადდა
კორონავირუსის გამო, საბერძნეთის ჩემპიონატი ფეხბურთში ქალთა შორის დამთავრებულად გამოცხადდა – პაოკი- ჩემპიონია. ზუსტად ეს კლუბი წარადგენს ქვეყანას ჩემპიონთა ლიგაზე 2020-2021 წლებში, თუ ამას უეფა დაამტკიცებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიდან კაცთა შორის, ასპარეზობები ჯერჯერობით მხოლოდ ბუნდესლიგაში განახლდა . რამდენიმე ქვეყანამ კი საერთოდ ჩაშლილად გამოახცადა ადგილობრივი პირველობები. ბოლო ინფორმაციით, კოვიდ 19-ით მსოფლიოში ექვს მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილი კი 350 ათასზე მეტი.