საბავშო ევროვიზია 2024 მადრიდში გაიმართება
საბავშო ევროვიზია 2024 მადრიდში გაიმართება

რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 16 ნოემბერს გაიმართება.

საბავშვო ევროვიზია caja mágica-ს დარბაზში ჩატარდება.

ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Radiotelevisión Española (RTVE) ამ კონკურსს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. გასულ წელს ნიცაში ესპანეთმა მეორე ადგილი დაიკავა, კონკურსი ფრანგმა კონკურსატმა მოიგო, თუმცა France Télévisions-მა კონკურსის ორგანიზება წელს RTVE-ს გადასცა.

ესპანეთმა საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2004 წელს მოიგო. თუმცა საბავშვო ევროვიზიის წესები არ ავალდებულებს გამარჯვებულ მაუწყებელს, უმასპინძლოს კონკურსს შემდეგ წელს, როგორც ეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსშია.