ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის რუუდ გულიტის ვაჟს მაქსიმ გულიტს დებიუტი ჰქონდა პროფესიულ ფეხბურთში. 17 წლის მცველი შეცვლაზე შევიდა მოედანზე „ალკმაარი-2“-ის შემადგენლობაში „ტვენტესთან“ მატჩის 71-ე წუთზე.
„ალკმაარი-2“ ჰოლანდიის მეორე დივიზიონში თამაშობს და იქ ბოლო ადგილზეა. რუუდ გულიტის ვაჟი აქამდე მონაწილეობდა 19-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატში.
რუუდ გულიტი 1987 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა. ის ევროპის 1988 წლის ჩემპიონია.