რუუდ გულიტი - ზიდანმა რეალი დროულად დატოვა
რუუდ გულიტი - ზიდანმა რეალი დროულად დატოვა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში აიაქსთან დამარცხების (1:4) შემდეგ, ჩელსის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რუუდ გულიტმა ზიდანისა და რონალდუს მიერ სამეფო კლუბის დატოვების შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ზიდანი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, რადგანაც მადრიდის რეალი დროულად დატოვა. იქიდან ხომ რონალდუც წავიდა? სწორედ ამაშია საქმე. ზიდანის ნაცვლად, ვისაც უნდა დაეკავებინა მთავარი მწვრთნელის პოსტი, წინ ყველას რთული დავალება ელოდა. რონალდუს არყოლა ავტომატურად მინუს 50 გოლს უდრის“, – ციტირებს ბიინ სპორტი (beIN Sports) 56 წლის ჰოლანდიელის, რუუდ გულიტის სიტყვებს.

გულიტმა ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ აიაქსის გამარჯვება სულაც არ გაკვირვებია.