რუუდ გულიტის ვაჟი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა

10:21, 23.04.2019

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის რუუდ გულიტის ვაჟს მაქსიმ გულიტს დებიუტი ჰქონდა პროფესიულ ფეხბურთში. 17 წლის მცველი შეცვლაზე შევიდა მოედანზე „ალკმაარი-2“-ის შემადგენლობაში „ტვენტესთან“ მატჩის 71-ე წუთზე.

„ალკმაარი-2“ ჰოლანდიის მეორე დივიზიონში თამაშობს და იქ ბოლო ადგილზეა. რუუდ გულიტის ვაჟი აქამდე მონაწილეობდა 19-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატში.

რუუდ გულიტი 1987 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა. ის ევროპის 1988 წლის ჩემპიონია.

მსგავსი