რუუდ გულიტი - გვარდიოლა ვერ იგებს ჩემპიონთა ლიგას, მას არ ჰყავს მესი
რუუდ გულიტი - გვარდიოლა ვერ იგებს ჩემპიონთა ლიგას, მას არ ჰყავს მესი

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა რუუდ გულიტმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც ხოსეპ გვარდიოლა ვერ ახერხებს ბარსელონას გარეშე ჩემპიონთა ლიგის მოგებას.

„გვარდიოლას არ შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, რადგან მას აღარ ჰყავს მესი. ეს ქმნის სხვაობას. ის ცდილობდა ტურნირის მოგებას ბაიერნთან ერთად და იყო მომენტები, როცა ახლოსაც იყო მიზანთან. მაგრამ მაინც არ გამოუვიდა. ბაიერნით ბუნდესლიგის მოგება არ არის დიდი მიღწევა, რადგან ისინი ამას პრაქტიკულად ყოველ წელს აკეთებენ. როცა ბარსელონას ჰქონდა რთული მატჩები, პირველ პლანზე გამოდიოდა მესი. გვარდიოლას ეპოქის ბევრ მატჩში მესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. არ შეიძლება იყიდო გუნდი, რომელიც იგივეს გააკეთებს, რასაც აკეთებდა გვარდიოლას ბარსელონა. ცოტათი მეცოდება პეპი, რადგან ვხედავ მის მონდომებასა და მოტივაციას“, – მოჰყავს გულიტის სიტყვები გაზეთ მარკას.

გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგა 2009 და 2011 წლებში მოიგო. ზედიზედ ორი სეზონია, მისი ხელმძღვანელობით მანჩესტერ სიტი 1/4 ფინალიდან ეთიშება ლიგას.