ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა რუუდ გულიტმა ჟურნალისტებს აუხსნა – რატომ შექმნა საკუთარი კიბერსაფეხბურთო აკადემია, რომელსაც Team Gullit ჰქვია. 55 წლის ჰოლანდიელმა აღიარა, რომ FIFA 17-ის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობამ და მისი შვილების მონათხრობმა მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.
„კიბერსპორტი – ეს რეალობაა, ყველა თამაშობს FIFA-ს და ეს სერიოზული სპორტია. გასულ წელს, 7 მილიონი მოთამაშე ცდილობდა კვალიფიკაციის გავლას, საუკეთესოებმა კი ლონდონში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მთელი უქმეები გაატარეს თავიანთ მწვრთნელებთან, მენეჯერებთან და მასაჟისტებთან ერთად და იბრძოდნენ 200 ათასი დოლარის ოდენობის საპრიზო ფონდისთვის. ეს დაუჯერებელია. ყველა პროფესიონალი ფეხბურთელი თამაშობს FIFA-ს და მეც გავიფიქრე: რატომ არ უნდა შემექმნა კიბერსაფეხბურთო გუნდი? მით უმეტეს, რომ ბევრი მოთამაშე არსებობს. სირბილი არ გიწევთ, მაგრამ უქმეებზე ბევრ მატჩს თამაშობთ”,- ამბობს eSport-Portal-თან კომენტარში გულიტი.
რუუდ გულიტმა საკუთარი კიბერსაფეხბურთო აკადემია იანვარში შექმნა და მას Team Gullit დაარქვა. ამ მომენტისთვის, მის რიგებში სამი კიბერფეხბურთელია: ფლორის იორნა, იულიან ვან დენ ბერგი და დანი ვისერი.