რუსული მედიის ცნობით, ყაზანის სკოლაზე ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, დაკავებულია კიდევ ერთი პირი
რუსული მედიის ცნობით, ყაზანის ერთ-ერთ სკოლაზე თავდამსხმელი პირი ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ სტრუქტურებში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ჟურნალისტების ინფორმაციით, სკოლას ორი პირი დაესხა თავს. ერთ-ერთი მათგანი რჩებოდა სკოლის შენობაში და, სავარაუდოდ, მძევლები ჰყავდა აყვანილი. ბოლო ცნობებით, ის ლიკვიდირებულია.
კიდევ ერთი პირი, სავარაუდოდ, 17 წლის მოზარდი, დაკავებულია. ის ამავე სკოლის მოსწავლე არ არის.
ამასთან, მედიის ცნობით, ბავშვების ნაწილი სკოლიდან ევაკუირებულია და მათთან ფსიქოლოგი მუშაობს. მომხდარის შემდეგ, ყაზანში ყველა სკოლაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.
გავრცელებული ცნობით, სკოლაში სროლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, დაშავდა 32 ადამიანი.