მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ძალაში დატოვოს რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის დისკვალიფიკაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ სეზონში რუსი მძლეოსნები ვერ მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებში.
შეგახსენებთ, 2017 წელს რუსებს ინდივიდუალური განაცხადები შეჰქონდათ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად და იქ ნეიტრალური სტატუსით გამოდიოდნენ.
რუსეთის წევრობა საერთაშორისო ფედერაციაში ორი წლის წინ შეაჩერეს, მიზეზი კი რუსულ მძლეოსნობაში დოპინგის გამოყენების ხშირი შემთხვევები იყო. სწორედ ამის გამო, 2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე რუსეთის მძლეოსნობის ნაკრები არ იყო წარმოდგენილი.