რუსთავსა და გარდაბანში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნა

09:13, 14.05.2020

დღეიდან რუსთავსა და გარდაბანში მიმოსვლა სრულად აღდგა. ორივე ქალაქში ყველა სახის შეზღუდვა შესვლისა და გასვლის თვალსაზრისით მოიხსნა.

ამასთან, შეზღუდვები 18 მაისიდან სრულად მოიხსნება მარნეულშიც.

გადაადგილებაზე შეზღუდვები თბილისში 11 მაისიდან მოიხსნა, 5 მაისიდან შეზღუდვა უკვე მოიხსნა ქუთაისსა და ბათუმში.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 15 აპრილს აიკრძალა.

ქვეყანაში კვლავ მოქმედებს კომენდანტის საათი, რომლის დროსაც, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება იკრძალება.

ახალი კორონავირუსის პრევენციის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული.

მსგავსი