მარნეულში შეზღუდვები 18 მაისიდან სრულად მოიხსნება
მარნეულში შეზღუდვები 18 მაისიდან სრულად მოიხსნება

18 მაისს მარნეული სრულად გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„მარნეულში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არის აუცილებელი ტესტების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს, სწორედ ამიტომ გვჭირდება ეს დამატებითი დრო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, 11 მაისიდან თბილისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება, ხოლო 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში.

დატოვე კომენტარი