რუსთავის პროკურატურაში 14:00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა
რუსთავის პროკურატურაში 14:00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა

რუსთავის პროკურატურაში 14:00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა.

ბრიფინგზე სავარაუდოდ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ ისაუბრებენ, რომლის ფარგლებშიც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ აბაზოვი დააკავეს და საკრებულოს მოქმედი წევრები პასუხისგებაში მისცეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი საჯარო, დამამცირებელ ბოდიშს იხდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია „მონიტორმა“ რეპორტაჟები მოამზადეს. რეპორტაჟში საუბარია, რომ პირი, რომელიც სავარაუდოდ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის.

მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყოდაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და პასუხისგებაშია მიცემული სამი პირი, მათ შორის საკრებულოს წევრები.