რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საავტომობილო მოძრაობა აღდგა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საავტომობილო მოძრაობა აღდგა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

პარლამენტის შენობის წინ გზა სამართალდამცველებმა ერთი საათის წინ გადაკეტეს, თუმცა რა მიზეზით, უცნობია.

პარლამენტთან აქცია 14:00 საათისთვის, შემდეგ კი, 18:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ჯერ ისევ არ დაწყებულა.