რუსთაველის გამზირზე კარავში ინციდენტი მოხდა [ვიდეო]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე განთავსებულ კარავში ინციდენტი მოხდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, კარვიდან ისმოდა სიტყვიერი დაპირისპირებისა და გინების ხმა. ასევე გაისმა ფრაზა “ვინაა მოგზავნილი”.

მისივე ინფორმაციით, სიტუაციის განმუხტვას სამართალდამცველები შეეცადნენ.

კარავში მყოფი ადამიანების ნაწილი აცხადებდა, რომ ჩხუბი არ მომხდარა, მობილურ ტელეფონზე საუბრობდნენ. თუმცა კარვიდან გამოსულმა ერთ-ერთმა პირმა განაცხადა, რომ დაპირისპირება ნამდვილად მოხდა, თუმცა, რას მოჰყვა შეხლა-შემოხლა მისთვის უცნობია.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ აქცია “ნუ მომკლავ” გაიმართა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა კარვები რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს. როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, სამართლიანობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.