რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია
რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია

აქცია რუსთაველის გამზირზე დასრულებულია. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

სამართალდამცველებმა გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს. საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია. პარლამენტთან ტერიტორიას ასუფთავებენ. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. სპეციალურმა დანიშნულების რაზმმა ქაშვეთის ეკლესიასთან მომიტინგეების მიერ ხელოვნურად აღმართული ბარიკადები გაარღვია და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრელმსადენი გაზი კიდევ ერთხელ გამოიყენა. სასტუმრო „თბილისი მერიოტთან“ პროტესტის მონაწილეებს სხვადსხვა ნივთით აღმართული ჰქონდათ ბარიკადები. მომიტინგეებმა ასევე დაწვეს ავტომობილი.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. აღმართეს კიდევ ერთი ბარიკადი. ამის შემდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა უკან, რუსთაველის გამზირზე დაიწყო მსვლელობა. მათ მეტროსადგურ „რუსთაველთან“ პოლიციელები დახვდნენ და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.