რა ვითარებაა ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე
რა ვითარებაა ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. სპეციალურმა დანიშნულების რაზმმა ქაშვეთის ეკლესიასთან მომიტინგეების მიერ ხელოვნურად აღმართული ბარიკადები გაარღვია და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრელმსადენი გაზი კიდევ ერთხელ გამოიყენა. სასტუმრო „თბილისი მერიოტთან“ პროტესტის მონაწილეებს სხვადსხვა ნივთებით აღმართული ჰქონდათ ბარიკადები. მომიტინგეებმა ასევე დაწვეს ავტომობილი.

სამართალდამცველები აკავებენ აქციის მონაწილეებს. მომიტინგეები სპეციალური დანიშნულების რაზმს წინააღმდეგობას უწევენ, ესვრიან სხვადასხვა ნივთებს.

ამასთან, სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაშალა აქციის მონაწილეების მიერ აღმართული კიდევ ერთი ბარიკადი, რომელიც მათ სასტუმრო „ბილტმორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდათ აღმართული.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები მეტროსადგურ „რუსთაველთან“ არიან მობილიზებული.