რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა მანქანას ცეცხლი წაუკიდეს [ფოტო/ვიდეო]
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა მანქანას ცეცხლი წაუკიდეს [ფოტო/ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა მანქანა ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს. ცეცხლი წყლის ჭავლის მანქანით სამართალდამცველებმა ჩააქრეს. თუმცა მოგვიანებით მანქანაზე ცეცხლი კვლავ აალდა და ავტომობილი დაიწვა.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე მომიტინგეები რჩებიან, ადგილზეა სპეციალური დანიშნულების რაზმი.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, ასევე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. იყო გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალები.