რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, მე-15 კოლონიაში ბუნტი მოხდა. როგორც სააგენტო „ტასი“ წერს, ვრცელდება ინფორმაცია პატიმრებსა და სპეცრაზმის წევრებს შორის შეტაკებების შესახებ.
მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ნაგებობას ცეცხლი წაუკიდეს.
რუსული მედიის ცნობით, ბუნტს სავარაუდოდ წინ უძღოდა ერთ-ერთ პატიმარსა და ციხის თანამშრომელს შორის კონფლიქტი.
უფლებადამცველების ინფორმაციით, კოლონიასთან ყველა მისასვლელი გზა გადაკეტილია, არსებობს ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულებს შორის არიან დაშავებულები.