რუსეთში დაკავებული ამერიკელი კალათბურთელი, შესაძლოა, რუს ბიზნესმენში გაცვალონ #1TVSPORT
რუსეთში დაკავებული ამერიკელი კალათბურთელი, შესაძლოა, რუს ბიზნესმენში გაცვალონ #1TVSPORT

ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი, რომელსაც რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდა ბრალდება, შესაძლოა, რუს ბიზნესმენ ვიქტორ ბუტში გაცვალონ, რომელიც, თავის მხრივ, გასამართლებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში იარაღის ვაჭრობისთვის.

გრაინერი მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ საგამომძიებლო იზოლატორშია მოთავსებული. მასთან უკვე ჩატარდა წინასწარი მოლაპარაკებები შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გრაინერი ამერიკულ „ფინიქს მერკურისა“ და ეკატერინბურგის უგმკ-ში თამაშობდა. 31 წლის კალათბურთელი 2022 წლის თებერვალში მოსკოვის აეროპორტში ჰაშიშის ზეთის შემცველი ელექტრო სიგარეტის გატანის მცდელობისთვის დააკავეს. მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ბიზნესმენი ვიქტორ ბუტი 2008 წლის გაზაფხულზე დააპატიმრეს და 25 წელი მიუსაჯეს „კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალებისთვის“ იარაღის მიყიდვის გამო. აშშ-ში ეს ორგანიზაცია ტერორისტულად არის მიჩნეული.