ლეგენდარული დენის როდმანი რუსეთში მიემგზავრება დაპატიმრებული ბრიტნი გრაინერის დასახმარებლად #1TVSPORT
ლეგენდარული დენის როდმანი რუსეთში მიემგზავრება დაპატიმრებული ბრიტნი გრაინერის დასახმარებლად #1TVSPORT

„ჩიკაგო ბულზის“ ლეგენდარულმა კალათბურთელმა დენის როდმანმა განაცხადა, რომ რუსეთში ჩასვლას აპირებს იმ იმედით, რომ მიაღწევს ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (WNBA) ვარსკვლავის ბრიტნი გრაინერის ციხიდან განთავისუფლებას.

NBA-ის ხუთგზის ჩემპიონმა NBC News-ის ჟურნალისტს ჯონათან ალენს განუცხადა, რომ მიიღო რუსეთში გამგზავრების უფლება, რათა დაეხმაროს გრაინერს.

„შევეცდები უახლოეს დღეებში გავემგზავრო რუსეთში და დავეხმარო ამ გოგონას“, – თქვა როდმანმა.

ჯერჯერობით უცნობია, ვისთან ჰქონდა კონტაქტი როდმანს და რა გეგმით იმოქმედებს რუსეთში ჩასვლის შემდეგ. ამერიკის მთავრობას, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებებს დაპატიმრებული კალათბურთელის გაცვლასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებია როდმანის მომავალ მოგზაურობასთან დაკავშირებით.

ბრიტნი გრაინერი 17 თებერვალს დააკავეს მოსკოვის აეროპორტში მას შემდეგ, რაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს. ცოტა ხნის წინ, მას ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.