ბრიტნი გრაინერი ქალთა NBA-ში დაბრუნდა #1TVSPORT
ბრიტნი გრაინერი ქალთა NBA-ში დაბრუნდა #1TVSPORT

ამერიკელმა კალათბურთელმა, ბრიტნი გრაინერმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ქალთა NBA-ის კლუბთან, „ფინიქს მერკურისთან“, – იტყობინება ESPN-ი.

32 წლის გრაინერი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა რუსეთის ციხეში 10-თვიანი პატიმრობის შემდეგ.

გრაინერს მთელი კარიერა „ფინიქსში“ აქვს გატარებული, მაგრამ ბოლოს ამ კლუბის რიგებში 2021 წელს ითამაშა. მაშინ „მერკურიმ“ ფინალამდე მიაღწია, სადაც „ჩიკაგოსთან“ დამარცხდა.

2023 წლის სეზონში გრაინერი „ფინიქსის“ რიგებში 165 ათას დოლარს გამოიმუშავებს. 2021 წლის სეზონში ის საშუალოდ მატჩში 20.5 ქულას, 9.5 მოხსნასა და 1.9 დაფარებას აგროვებდა.

2022 წლის თებერვალში გრაინერი მოსკოვში მარიხუანას კონტრაბანდისთვის დააკავეს. მას ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ რუს კრიმინალში, ვიკტორ ბუტში გაცვალეს.