რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში სამხედრო წვრთნები გამართა
რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში სამხედრო წვრთნები გამართა

რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში სამხედრო წვრთნები გამართა.

სამდღიან სწავლებაში 1500 მედესანტე და 300 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა.

მანევრებში ჩართული იყო ფლოტი და ავიაციაც.

მოსკოვმა სამხედრო წვრთნები ყირიმის ნახევარკუნძულზე უკრაინაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე ჩაატარა.