რუსეთის პატრიარქი მართლმადიდებლურ სამყაროს უკრაინის ეკლესიის პრობლემის განხილვისკენ მოუწოდებს
რუსეთის პატრიარქი მართლმადიდებლურ სამყაროს უკრაინის ეკლესიის პრობლემის განხილვისკენ მოუწოდებს

რუსეთის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაა საგანგებო წერილი გაუგზავნა. კირილი მოუწოდებს სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს, უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე დიალოგი დაიწყოს.

„რუსეთის პატრიარქის წერილში კიდევ ერთხელ არის განმარტებული მოსკოვის პოზიცია, რომელიც ე.წ. უკრაინული ავტოკეფალიის საკითხზე რუსეთის ეკლესიაში აქვთ და ასევე ხაზგასმულია ის ნეგატიური შედეგები, რასაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ნაბიჯები მოუტანს მართლმადიდებელი სამყროს ერთობას“ – განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილემ, ნიკოლაი ბალაშოვი.

სულ მსოფლიოში 15 მართლმადიდებელი ეკლესიაა. მათ შორის უდიდესია რუსული.

შეგახსენებთ, მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ სექტემბერში განაცხადა. ბართლომეს თქმით, ოფიციალურ გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებენ.