რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები გამოქვეყნდა
რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები გამოქვეყნდა

რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს, რომ შესწორებები 4 ივლისს ოფიციალურად შევიდა ძალაში. მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებს ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.

ცვლილებების საშუალებას აძლევს ვლადიმერ პუტინს, რომ მომდევნო ორ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ამას გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების ახალი წესით გადანაწილებას, რაც პრეზიდენტის უფლებებს გაზრდის.

რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე რეფერენდუმი პირველ ივლისს დასრულდა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ქვეყნის უზენაეს კანონში შესწორებებს ამომრჩეველთა 77,92 პროცენტმა დაუჭირა მხარი.