ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ ეტაპზე, რუსეთის გრანპრიზე კვალიფიკაცია გაიმართა, რომელიც „მერსედესის“ პილოტების ტრიუმფით დასრულდა.
სეზონში მეორე პოული მოიპოვა ფინელმა ვალტერი ბოტასმა. მან გაუსწრო თავის თანაგუნდელ ლუის ჰემილტონს. მესამე და მეოთხე სასტარტო პოზიციები მოიპოვეს „ფერარის“ პილოტებმა – სებასტიან ფეტელმა და კიმი რაიკონენმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ეტაპით ადრე, ლუის ჰემილტონი საერთო ჩათვლაში 40 ქულით უსწრებს სებასტიან ფეტელს.