რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს სპორტული ლიგების შექმნაზე დსთ-სა და BRICS-ის ქვეყნებთან #1TVSPORT
რუსეთის სპორტის სამინისტრომ ქვეყნის სპორტულ ფედერაციებთან ოპერატიული სხდომა მოიწვია.
შეხვედრაზე განიხილებოდა ზომები სპორტის შენარჩუნებისთვის, სპორტული კალენდრის შედგენა, აგრეთვე, საერთაშორისო ტურნირების ჩატარების ფორმებისა და სტატუსის ცვლილება.
შექმნილი სიტუაციის განხილვისას გადაწყდა, რომ რუსული სპორტული ღონისძიებების დიდი ნაწილი ორიენტირებული იქნება დსთ-ს ქვეყნებზე (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი), აგრეთვე BRICS-ის სახელმწიფოებზე (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა).
მიმდინარეობს მოლაპარაკებები აღნიშნულ ქვეყნებთან სპორტული ლიგების შექნისთვის.
რუსულ ტურნირებს შეიძლება ჰქონდეთ ღია სტატუსი, რაც მონაწილეობის საშუალებას მისცემს სხვა ქვეყნების მოქალაქეებს.