მედიის ცნობით, მოლდოვამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა დსთ-ს სამი შეთანხმების გაუქმებისკენ
მედიის ცნობით, მოლდოვამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა დსთ-ს სამი შეთანხმების გაუქმებისკენ

მოლდოვამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა დსთ-ს სამი შეთანხმების გაუქმებისკენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შესაბამისი კანონპროექტი მოლდოვის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.

პირველი შეთანხმება, რომლის დენონსაციასაც მოლდოვა აპირებს, ეხება დსთ-ს ქვეყნებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას; მეორე დსთ-ს წევრ სახლემწიფოებთან ერთად ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებას; ხოლო მესამე – სასაზღვრო ძალებისთვის სპექტექნიკისა და სხვა საშუალებების შეღავათიან გადაცემას. ყველა ეს შეთანხმება 1990-იან წლებშია გაფორმებული.

ცნობისთვის, მოლდოვა დღემდე არის დამოუკიდებლ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი. თებერვალში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თქვა, რომ მოლდოვა დსთ-ს ათობით ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესს დაიწყებს.

სოციოლოგიური გამოკითხვებით, მოლდოვის მოქალაქეთა 50% დსთ-დან ქვეყნის გასვლის მოწინააღმდეგეა, ხოლო 60% არ უჭერს მხარს მოლდოვის ნატო-ში გაწევრიანებას.