რუმინეთი VS საქართველო პირველ არხზე - ნავსის გატეხვის მოლოდინით [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი მატჩის მასპინძელ ქალაქში დღეს ჩავიდა და ილიე ოანას სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა.

საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა, გურამ გიორბელიძემ კი, რომელიც ეროვნულ ნაკრებს საკლუბო შეხვედრების შემდეგ შეუერთდა, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

ამხანაგურ შეხვედრას ბერძენი მსაჯები მოემსახურებიან: მთავარი არბიტრი – ტასოს სიდიროპულოსი, პირველი ასისტენტი – პოლიხრონის კოსტარასი, მეორე ასისტენტი – ლაზაროს დიმიტრიადისი.

 

საქართველოს ნაკრები

მეკარეები

გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

მცველები

გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები

ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები

თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

რუმინეთის ნაკრები

რუმინეთის ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – 2 ივნისს პლოეშტში („ილიე ოანას სტადიონზე“) საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო 6 ივნისს ინგლისს შეხვდება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მირელ რადოიმ შემდეგი მოთამაშეები გამოიძახა:

მეკარეები

ფლორინ ნიცე (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), იონუჟ რადუ (მილანის ინტერი, იტალია), ანდრეი ვლადი (ფკ სბ – ბუქარესტის სტიაუა);

მცველები

დეიან სორესკუ (ბუქარესტის დინამო), იონუც ნედელჩარუ (აეკ-ი ათენი, საბერძნეთი), ვლად კირიკეში (სასუოლო, იტალია), კრისტი განია (არისი სალონიკი, საბერძნეთი), ადრიან რუსი (ფეჰერვარი, უნგრეთი), ტიბერიუ კეპუცა (კინდია), მარიო კამორა (კლუჟი).

ნახევარმცველები

რაზვან მარინი (კალიარი. იტალია), ნიკოლაე სტანჩუ (სლავია პრაღა, ჩეხეთი), იანის ჰაჯი (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია), ალექსანდრუ მაქსიმი (გაზიანტეპი, თურქეთი), ალექსანდრუ ბალუცე (პუშკაშის აკადემია, უნგრეთი), ერიკ ბიკფალვი (ურალი, რუსეთი), ალექსანდრო მიტრუცა (ალ-აჰლი, საუდის არაბეთი), ადრიან პეუნი (კლუჟი), დარიუსოლარუ (ფკ სბ – ბუქარესტის სტაიუა), ოლიმპიუ მორუტანი (ფკ სბ – ბუქარესტის სტაიუა), ალექსანდრუ ჩიკილდეუ (კრეიოვას უნივერსიტეტი)

თავდამსხმელები

კლაუდიუ კეშერუ (ლუდოგორეცი, ბულგარეთი), დენის ალიბეკი (კაიზერი, თურქეთი), ფლორინ ტანასე (ფკ სბ – ბუქარესტის სტაიუა), კონსტანტინე ბუდესკუ (დამაკი, საუდის არაბეთი), ანდრეი ივანი (ვესტ ჰემი)

რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ტრავმების გამო, ნაკრებს ვერ დაეხმარებიან თავდამსხმელები: დენის მანი, ვალენტინ მიჰაილა (ორივე – პარმა), გეორგე პუშკაში (რედინგი) და ფლორინ ანდონე (ვილიარეალი), ასევე, მცველი ალინ ტოტსკა (გაზიანტები).

რუმინელთა სავარაუდო შემადგენლობა

„გაზეტა სპორტულის“ ცნობით, საქართველოს წინააღმდეგ რუმინეთის ეროვნული გუნდი შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:

ფლორინ ნიცე (სპარტა პრაღა, ჩეხეთი) – დეიან სორესკუ (ბუქარესტის დინამო), იონუც ნედელჩარუ (აეკ-ი ათენი, საბერძნეთი), ვლად კირიკეში (სასუოლო, იტალია), კამორა (კლუჟი) – რაზვან მარინი (კალიარი. იტალია), ნიკოლაე სტანჩუ (სლავია პრაღა, ჩეხეთი) – იანის ჰაჯი (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია), კონსტანტინე ბუდესკუ (დამაკი, საუდის არაბეთი), ფლორინ ტანასე (ფკ სბ – ბუქარესტის სტაიუა) – კლაუდიუ კეშერუ (ლუდოგორეცი, ბულგარეთი)

 

ურთულესი მეტოქე

საქართველოს ნაკრები რუმინეთს ხუთჯერ შეხვდა, მაგრამ მხოლოდ ორჯერ დაასრულა მატჩი ფრედ.

2000 წლის 4 თებერვალი, ამხანაგური მატჩი მალტის საერთაშორისო ტურნირზე

რუმინეთი-საქართველო 1:1 (პენ: 5:3)

2001 წლის 28 მარტი-2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

საქართველო-რუმინეთი 0:2

2001 წლის 6 ოქტომბერი-2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

რუმინეთი-საქართველო 1:1

2008 წლის 19 ნოემბერი, ამხანაგური მატჩი

რუმინეთი-საქართველო 2:1

2016 წლის 3 ივნისი, ამხანაგური მატჩი

რუმინეთი-საქართველო 5:1

2 ივნისს, პლოეშტში რუმინეთი-საქართველოს ამხანაგური მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).