რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - საქართველოსთვის გარკვეული სათამაშო სიახლეები მოვამზადე #1TVSPORT
რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - საქართველოსთვის გარკვეული სათამაშო სიახლეები მოვამზადე #1TVSPORT

რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მირელ რადოიმ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრამდე გუნდში არსებულ ვითარებასა და მზადებაზე ილაპარაკა.

„საქართველოსა და ინგლისის ნაკრებებთან ამ ამხანაგურ მატჩებს მოსამზადებლად გამოვიყენებთ. უნდა მივუახლოვდეთ სასურველ ფორმას, რომ შემოდგომის მატჩებს უკეთ მომზადებულები შევხვდეთ.“

რადოიმ სტადიონზე გულშემატკივრების ყოფნაზეც ილაპარაკა.

„საქართველოსთან მატჩს მაყურებელი დაესწრება. მათი დაბრუნება ძალიან სიხარულია, როგორც პერსონალისთვის, ასევე ფეხბურთელებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებმა იგრძნონ, რომ გულშემატკივარი ჩვენი გუნდის ნაწილია. ჩვენ ერთად ვიბრძვით და ერთად ვაგებთ.“

მან ტრავმირებულებზეც ილაპარაკა.

„ტრავმის გამო ბევრი დაგვაკლდა. ყოველთვის გვქონდა პრობლემები ტრავმირებულებთან დაკავშირებით. ახლა კი ბურკა და ბანკაც ვერ დაგვეხმარებიან. საერთოდ, ამ მატჩისთვის გარკვეული სათამაშო სიახლეები და სავარჯიშო სტრუქტურა მოვამზადე, საქართველოსთან მატჩისთვის სათამაშო გეგმა შევადგინე.“

რუმინეთის ნაკრები საქართველოსთან ხვალ დაგეგმილი ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელიც 2 ივნისს პლოეშტში გაიმართება, 6 ივნისს ინგლისს მიდლსბროში ესტუმრება. რუმინეთი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის „ჯ“ ჯგუფშია გერმანიასთან, ისლანდიასთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სომხეთთან და ლიხტენშტეინთან ერთად. შემდეგ ოფიციალურ მატჩს 2 სექტემბერს ისლანდიაში გამართავენ.

 

ამხანაგური მატჩი

2 ივნისი | 22:45 – პლოიეშტი

რუმინეთი – საქართველო

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო, FM 102,3.

დატოვე კომენტარი