ლისაბონის პოლიცია აგრძელებს ოფიციალურ გამოძიებას „ბენფიკას“ მონაწილეობით ჩაწყობილ მატჩებზე, რომელიც 2016-2020 წლების პერიოდში გაიმართა. საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ლუიშ ფელიპე ვიეირა, რომელმაც პოსტი 2021 წელს დატოვა. ის ამჟამად დაპატიმრებულია
კიდევ ერთ-ერთი ეჭვიმატანილია ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი რუი კოშტა, რომელმაც შეცვალა ვიეირა „ბენფიკას“ პრეზიდენტის პოსტზე. „მილანის“ ყოფილი ნახევარმცველი შეიძლება მონაწილეობდა ჩაწყობილი მატჩების ორგანიზებაში, როცა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
„ბენფიკას“ ხელმძღვანელობის მიმართ ბრალდება ეფუძნება „გატეხილი“ ელექტრონული წერილებიდან აღებულ ინფორმაციას. კლუბმა გამოაცხადა, რომ მზად არის, გამოძიებას ყველა საჭირო მონაცემი წარუდგინოს.
კარიერის დასრულების შემდეგ რუი კოშტა „ბენფიკას“ სისტემაში დარჩა სამუშაოდ. 2008 წლიდან მოყოლებული, მასთან ერთად კლუბმა მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატის ექვსი ტიტული, ორჯერ – პორტუგალიის თასი და ოთხჯერ – პორტუგალიის სუპერთასი.