რუბიალესის გადადგომის მიუხედავად, ესპანელი ფეხბურთელები ნაკრებში დაბრუნებას არ აპირებენ #1TVSPORT
რუბიალესის გადადგომის მიუხედავად, ესპანელი ფეხბურთელები ნაკრებში დაბრუნებას არ აპირებენ #1TVSPORT

ესპანეთის ქალთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებმაც აგვისტოში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს, შემადგენლობაში დაბრუნებას არ აპირებენ.

როგორც გაზეთი AS წერს, მსოფლიოს 23 ჩემპიონი და სხვა ფეხბურთელები, რომლებმაც უარი თქვეს ესპანეთის ნაკრებში თამაშზე ლუის რუბიალესსა და ჯენიფერ ერმოსოს კოცნის ისტორიის შემდეგ პროტესტის გამო, არ აპირებენ ეროვნულ გუნდში დაბრუნებას. ფეხბურთელები თავიანთ აზრზე დარჩნენ იმის მიუხედავად, რომ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა რუბიალესი, ხოლო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ხორხე ვილდამ.

რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ქალთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა მონსერატ ტომე. ახლა მან წამყვანი ფეხბურთელების გარეშე უნდა შეკრიბოს შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის შვედეთისა და შვეიცარიის წინააღმდეგ – 22 და 26 სექტემბერს.