რონი ო'სალივანმა სეზონში მეოთხე ტურნირი მოიგო და რეიტინგის ლიდერი გახდა
რონი ო'სალივანმა სეზონში მეოთხე ტურნირი მოიგო და რეიტინგის ლიდერი გახდა

უელსში დასრულდა სნუკერისტთა ძალიან საინტერესო ტურნირი სახელწოდებით – „ტურ ჩემფიონშიფი“ (Tour Championship). ის პირველად ჩატარდა და მასში სეზონის რვა საუკეთესო მოთამაშე მონაწილეობდა. რეგლამენტი ითვალისწინებდა მხოლოდ სამ ეტაპს – მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი. ასე რომ, მონაწილეს ტიტულამდე მისაღწევად მხოლოდ სამი თამაში უწევდა, ოღონდ საკმაოდ გრძელი ფორმატით. ასე რომ, ეს ერთგვარი რეპეტიცია გამოდიოდა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.

ჩემპიონი რონი ო’სალივანი გახდა, რომელმაც ფინალში 13:11 მოუგო ნილ რობერტსონს და 150 ათასი ფუნტი დაიმსახურა. რაც მთავარია, 43 წლის ო’სალივანი პირველად 2010 წლის ოქტომბრის შემდეგ, დაბრუნდა სნუკერის რეიტინგის პირველ პოზიციაზე, რომელზეც ოთხი წელი უცვლელად იმყოფებოდა მარკ სელბი.
ო’სალივანმა ამ სეზონში მეოთხე ტიტული მოიპოვა. 43 მატჩში ინგლისელს 38 მოგება დაუგროვდა. რონისთვის ეს იყო 36-ე მოგებული ტურნირი და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა რეკორდსმენ სტივენ ჰენდრის.

მეოთხედფინალი
მარკ ალენი-კირენ უილსონი 9:7
ნილ რობერტსონი-მარკ სელბი 9:8
ჯად ტრამპი-მარკ უილიამსი 9:8
რონი ო’სალივანი-სტიუარტ ბინგჰემი 9:3

ნახევარფინალი
ჯად ტრამპი-რონი ო’სალივანი 9:10
მარკ ალენი-ნილ რობერტსონი 6:10

ფინალი
რონი ო’სალივანი-ნილ რობერტსონი 13:11