რონი ო'სალივანმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი წრე მოყვარულთან წააგო [ვიდეო]
უდიდესი სენსაციით დაიწყო სნუკერში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და მთავარი ფავორიტი რონი ო’სალივანი პირველივე წრეში დამარცხდა 23 წლის ჯეიმს კეიჰილთან – 8:10.
ეს მოვლენა, ალბათ, ყველაზე დიდი სენსაციაა ტურნირის ისტორიაში, რადგან კეიჰილი პირველი მოყვარული გახლავთ, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობს. აქამდე, ასეთი სტატუსით სნუკერის მთავარ ტურნირზე არც ერთი მოთამაშე არ ყოფილა. ამიტომაც, კეიჰილის მოგება ყველასთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა.
რონი ო’სალივანი დღეს მსოფლიო კლასიფიკაციის ლიდერია. ჯეიმს კეიჰილის ფსონი ჩემპიონობაზე 500-ს უტოლდება.