სნუკერში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა რონი ო’სალივანმა შანხაის მასტერსის მეოთხედფინალში ორი ე.წ. „სენჩერი ბრეიქი“ გააკეთა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.
ამ ეტაპზე მის ანგარიშზე 950 ასქულიანი სერიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული რეკორდის ავტორი კიდევ დიდხანს იქნება. ინგლისელამდე საუკეთესო შედეგი შოტლანდიელ სტივენ ჰენდრის ეკუთვნოდა, რომელმაც ერთ ფრეიმში 100 ან მეტი ქულის მოპოვება 775-ჯერ შეძლო.
ო’სალივანმა შანხაის მასტერსის მეოთხედფინალში 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი სტიუარტ ბინემი 6-2 დაამარცხა.