რომის პაპი ისტორიული ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
რომის პაპი ისტორიული ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. ეს არაბულ ნახევარკუნძულზე კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პირველი ვიზიტია.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პაპი ფრანცისკე აბუ დაბის მემკვიდრე პრინცს, ავტორიტეტული ისლამური უნივერსიტეტის, ალ-აზხარის ხელმძღვანელს და სხვა მუსლიმ რელიგიურ ლიდერებს შეხვდება.
რომის პაპის ვიზიტის პატივსაცემად, აბუ დაბიში ადამიანური ძმობის შესახებ გლობალური კონფერენციაა ორგანიზებული, სადაც რელიგიური ლიდერები მთელი მსოფლიოდან არიან მიწვეულნი.
პაპ ფრანცისკეს ვიზიტი 5 თებერვალს დასრულდება. ვიზიტის ბოლო დღეს აბუ დაბის სტადიონზე მესა ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას სავარაუდოდ 100 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.