რომის პაპი ისტორიული ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა

00:41, 04.02.2019

რომის პაპი ისტორიული ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. ეს არაბულ ნახევარკუნძულზე კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პირველი ვიზიტია.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პაპი ფრანცისკე აბუ დაბის მემკვიდრე პრინცს, ავტორიტეტული ისლამური უნივერსიტეტის, ალ-აზხარის ხელმძღვანელს და სხვა მუსლიმ რელიგიურ ლიდერებს შეხვდება. ​

რომის პაპის ვიზიტის პატივსაცემად, აბუ დაბიში ადამიანური ძმობის შესახებ გლობალური კონფერენციაა ორგანიზებული, სადაც რელიგიური ლიდერები მთელი მსოფლიოდან არიან მიწვეულნი.

პაპ ფრანცისკეს ვიზიტი 5 თებერვალს დასრულდება. ვიზიტის ბოლო დღეს აბუ დაბის სტადიონზე მესა ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას სავარაუდოდ 100 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.

მსგავსი