რომარიომ 58 წლის ასაკში კარიერა განაახლა #1TVSPORT
რომარიომ 58 წლის ასაკში კარიერა განაახლა #1TVSPORT

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა რომარიომ 58 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა.

როგორც გამოცემა Globo Esporte წერს, „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი კლუბ „ამერიკას“ განაცხადში შეიყვანეს. „ამერიკა“ რიო-დე-ჟანეიროს შტატის მეორე დივიზიონში თამაშობს და რომარიო კლუბის პრეზიდენტის პოსტს იკავებს.

კონტრაქტის მიხედვით, რომარიო „ამერიკაში“ მოთამაშის მინიმალურ ხელფასს მიიღებს, რომელსაც კლუბს შემოწირულობის სახით დაუბრუნებს.

„ვეცდები რამდენიმე მატჩში დავეხმარო საყვარელ „ამერიკას“. ასევე მინდა ავიხდინო კიდევ ერთი ოცნება – ვითამაშო ჩემს ვაჟთან რომარინიოსთან ერთად. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, – დაწერა რომარიომ სოციალურ ქსელში.