ლიონელ მესიმ წააგო გამოკითხვა „ბარსელონას“ ისტორიაში უდიადესი მოთამაშის გამოსავლენად
ლიონელ მესიმ წააგო გამოკითხვა „ბარსელონას“ ისტორიაში უდიადესი მოთამაშის გამოსავლენად

ვებგვერდმა ranker.com-მა გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა „ბარსელონას“ ყველა დროის უდიადესი ფეხბურთელის გამოსავლენად.

მოულოდნელად, გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა ხრისტო სტოიჩკოვმა. ბულგარელმა შემტევმა კატალონურ კლუბში ხუთი წელი გაატარა და 214 მატჩში 107 გოლი გაიტანა. შემდეგ ის 1996 წელს დაბრუნდა „ბარსელონაში“ და კიდევ ცხრა გოლი გაიტანა 41 მატჩში.

გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა ლიონელ მესი, რომელსაც „ბარსაში“ 634 გოლი და 33 ტიტული აქვს დაგროვებული.

„ბარსელონას“ დიადი ფეხბურთელების ტოპ-ათეულს ასეთი სახე აქვს:

  1. ხრისტო სტოიჩკოვი, 2. ლიონელ მესი, 3. იოჰან კრუიფი, 4. რონალდინიო, 5. ანდრეს ინიესტა, 6. ჩავი, 7. კარლეს პუიოლი, 8. რონალდო, 9. რომარიო, 10. რივალდო.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონაში“ ლეგენდარული არგენტინელი დიეგო მარადონაც თამაშობდა, მაგრამ ის ათეულში არ შეიყვანეს.

დატოვე კომენტარი